თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტმა აცნობა, რომ ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები 1 დღით შეჩერდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით. სტუდენტების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შეტყობინებები მიუვიდათ.
მათივე ცნობით, დაგეგმილი საგამოცდო პროცესი, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში მიმდინარეობს, განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება.
„გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით. ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით“, – მისწერეს თსუ-დან სტუდენტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ