ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ ავტობუსების გადაადგილება დროებით შეიზღუდება – თბილისის მერია

ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სადაც მოხვევა იყო შესაძლებელი, 17 და 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალური ავტობუსები: N345 და N351, წყნეთის გზატკეცილის N6-ის ნაცვლად, მგზავრებს დროებით კუს ტბის ასახვევამდე მოემსახურებიან.
რაც შეეხება კუს ტბის ასახვევიდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, მგზავრებს მიკროავტობუსი N449 შემცირებული ინტერვალით მოემსახურება.
მიკროავტობუსი პიკის საათებში სამი, ხოლო დღის განმავლობაში, ხუთწუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. შეზღუდვა კერძო ავტომობილებს არ შეეზება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.