ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

15 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და განმარტავს, რომ შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.
„სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.