წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
„ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია