ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – თბილისის მერია

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – თბილისის მერია

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.