არქივი14 ოქტომბერი, 2024, 09:36
წუხელ საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

წუხელ საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, თბილისიდან 61 კილომეტრის მოშორებით, თიანეთის სოფელ ბინდაურთასთან 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა 01:00 საათისთვის დაფიქსირდა. იმავე რაიონში, თუმცა ამჯერად ვაჟას წყაროში მიწისძვრა ღამის 5 საათისთვისაც გამეორდა. ამჯერად 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის.
მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.