ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, ორშაბათს, 7 ოქტომბერს, ორი მიწისძვრა დაფიქსირდა - ერთი ქალაქ თებესთან, ხოლო მეორე კუნძულ კრეტაზე. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Kathimerini ათენის ეროვნულ ობსერვატორიასთან არსებულ გეოდინამიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მითითებულია, 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე ცოტა ხნის შემდეგ, თებეს სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 4 კილომეტრში, 18,7 კილომეტრის სიღრმეზე. ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა.
ასევე ორშაბათს დილით, იგივე მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კუნძულ კრეტაზე. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.