ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წულუკიანი: მინდა ჩვენს წევრებს, პარტაქტივს, მხარდამჭერებს მივულოცო ივანიშვილს დაბრუნება

· 56
·
·
მინდა, პირველ რიგში, 42 ათასზე მეტ იმ ადამიანს, ვინც ქართული ოცნების წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე, ასი ათასობით მხარდამჭერს მივულოცო ბიძინა ივანიშვილს დაბრუნება პოლიტიკაში და მას ვუთხრა მადლობა ამ ინიციატივისთვის. ჩვენ დღეს ძალიან სასიხარულო, მეშვიდე ყრილობა გვქონდა ამის გამო, ახალი წელიც ასე წარმატებით დავასრულეთ [...]
ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ აქტიური საარჩევნო და პოლიტიკური კამპანია გავშალოთ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში.
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა. ის ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის "საპატიო თავმჯდომარედ" აირჩიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.