წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება

3
არსებული რეგულაციების გამო, წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება.
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, დიდ შაბათს, ქრისტეს ხორცით საფლავად დადებას იხსენებს. დილით ადრე ტაძრებში გარდამოხსნის შემოტარების წესი, მაცხოვრის წესის აგების მსახურება შესრულდა. წირვაზე კი სასულიერო პირთა შავი შესამოსელი ფერადით იცვლება, რაც აღდგომას მოასწავებს.
ტაძრებში ამ დროს იკითხება საწინასწარმეტყველოები, სადაც მესიის მოსვლაზეა ლაპარაკი. სააღდგომო ლიტურგია საღამოს 11 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი ლიტანიობა და ცისკარი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?