მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება

9
მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება – დღეს დიდი შაბათია, ამიტომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იერუსალიმია. იქ უამრავი მორწმუნეა ჩასული მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ტრადიციულად წელსაც, იერუსალიმშია საპატრიარქოს დელეგაცია. სწორედ მათ უნდა გაავრცელონ საქართველოში  მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი ქართულ ეკლესია მონასტრებში.
მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი თბილისის დროით დაახლოებით 14:00 საათზე შევა და ამის შემდეგ ტაძარი დაიკეტება. როგორც წესი ტაძარში ამ დროს ათასობით მორწმუნეა შეკრებილი.
ტრადიიციის მიხედვით, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?