წლის პირველ ნახევარში სასტუმროების რაოდენობამ 1194, ნომრების რაოდენობამ კი 36 064 შეადგინა - Galt&Taggart
სასტუმრო ნომრების რაოდენობის ზრდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა, - ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში.
„2024 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების საერთო რაოდენობა 0.5%-ით გაიზარდა და 1194 შეადგინა, მაშინ როცა სასტუმროს ნომრების რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 36 064 შეადგინა. სასტუმრო ნომრების უმრავლესობა თბილისში (ჯამური წილი 36.5%) და აჭარაშია (30.3%) კონცენტრირებული", - წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, Galt&Taggart-ის მიმოხივლის თანახმად, თბილისში დატვირთულობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.