ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, ტურიზმის შესავლები კი 4.3 მლრდ დოლარს მიაღწევს - Galt&Taggart

წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, ტურიზმის შესავლები კი 4.3 მლრდ დოლარს მიაღწევს, ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ივნისში რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 9.2%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.0%-ით გაიზარდა. ივნისში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციების, ტრანსპორტის და პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მხოლოდ დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
„ჩვენი საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზრდება 2024 წელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
გარდა ამისა, სებ-ის შეფასებით, 2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.2%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
„ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.