წიწამურთან მაგისტრალის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს.
მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა და თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
„ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, დაზიანება გამოიწვია მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში არაგვის ხეობაში ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსებამ, რამაც დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა. GWP-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, სოფელ წიწამურთან მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ