ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-მ წიწამურთან მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება დაწყებულია 2 მუხლით: სსკ-ის 188-ე - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით და 306-ე - საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუხლებით.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. რის შემდეგაც ჯერ 110 000, ხოლო ამჟამად კი 63 000 აბონენტს წყალმომარაგება გრაფიკით მიეწოდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.