ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წიტაიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც "გრანადაში" გადავიდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "გრანადაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
მოგეხსენებათ, 23 წლის ფეხბურთელი კიევის "დინამოს" საკუთრებაა და "გრანადაში" 1-წლიანი იჯარით იასპარეზებს.
"ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს. ჩემი შვილი ამ ქვეყანაში დაიბადა. ესპანეთს ხშირად ვსტუმრობთ და აქაურობა ძალიან მოგვწონს.
ითამაშო ფეხბურთი ამ ქვეყანაში, ეს ოცნებაა. როდესაც "გრანადასგან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია... ისტორიულ კლუბში მოვხვდი და მისი ღირსების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ", - ციტირებს წიტაიშვილს Mundo Deportivo.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.