ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით "გრანადაში" ითამაშებს

გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" "გრანადაში" ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.
როგორც UA Football-ი წერს, კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება შეტანილი არ არის.
გასულ სეზონში "გრანადამ" ლა ლიგაში მე-20 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.
წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" გაატარა, სადაც 19 მატჩში 1 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ძაან მაგარია პატარა თავის გამოჩენა მანდ და ჩათვალე მომავალ წელს პრიმერაში ხარ სადმე საშვალო გუნდში წარმატებები. ისე ამ კიევის დინამოსთან დაქორწინდა თუ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რომ სულ მაგათი საკუთრებაა ვერ გავიგე.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.