არქივი26 ოქტომბერი, 2024, 10:51
წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს – რატი ბრეგაძე
“ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი.
წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს! დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება, თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს. ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით ჩვენ ეს შეგვიძლია! გაუმარჯოს საქართველოს”- წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.