ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი ბრეგაძე - პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა - კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმების საფუძველზე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს

რატი ბრეგაძე - პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა - კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმების საფუძველზე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გუშინ, ოპოზიციური პარტიების ნაწილთან გამართულ შეხვედრას „აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელ ყრილობას“ უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. სალომე ზურაბიშვილი დეტალებში არ შედის და მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ, ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული „იმიტომ“. სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა“,- წერს ბრეგაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.