ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წილოსანი აშშ-ის საელჩოს გამოეხმაურა: „ქურდს ქუდი ეწვისო“

წილოსანი აშშ-ის საელჩოს გამოეხმაურა: „ქურდს ქუდი ეწვისო“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი 1 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან.

წილოსანი გაკვირვებულია, საელჩომ „ქართული ოცნების“ განცხადებების ადრესატად საკუთარი თავი რატომ მიიჩნია. დეპუტატმა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის მდგომარეობა ანდაზით შეაფასა.

„მართალი გითხრათ, არ მახსენდება, სადმე თუ კონკრეტულად ყოფილიყო ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური მხარე ნახსენები, ამიტომ, ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად აშშ-ის საელჩომ რატომ დააიდენტიფიცირა თავი მხარედ და რატომ გადაწყვიტა, რომ მას მიემართებოდა ამ თანხების გაყინვის ბრალდება. ერთადერთი ქართული ანდაზა მახსენდება „ქურდს ქუდი ეწვისო“. საოცრად მიკვირს ეს განცხადება საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული და იმედი მაქვს, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს მათი მხრიდან და გარკვეულ შეცდომით გადადგმულ ასე ვთქვათ ნაბიჯს აქვს ადგილი“, - თქვა წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ განცხადებებს აშშ-ის საელჩო საქართველოში 1 ოქტომბერს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ - აცხადებს საელჩო.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.