ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წილოსანი: ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან

წილოსანი: ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან

ნინო წილოსანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოს მიერ "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაწესებულ სანქციებზე.
"ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ", - თქვა წილოსანმა.
შეგახსენებთ 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა - გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე, გდდ-ს უფროსის ზვიად ხარაზიშვილის იგივე "ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე და გომელაურის მოადგილე, შალვა ბედოიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.