ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!

ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას ეხმიანება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა მისმა განცხადებამ გამოიწვია.
კერძოდ, წილოსანმა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების მიზეზზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ”.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ნამდვილად უწყინარია 5000-ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც აგენტურა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს. “რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა