წითლიძე იმ ადამიანს ასახელებს, ვინც მისი ინფორმაციით, ივანიშვილს ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობისას ათეულობით მილიონი მოჰპარა

ენმ-ის ერთი-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს მერმა, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშნებელობის დროს ათეულობით მილიონი ლარი მოჰპარა.

წითლიძემ “ტვ პირველის“ ეთერიდან მოუწოდა “ოცნების“ დამფუძნებელს, უბრალოდ ჩავიდეს წყალტუბოში და მოიკითხოს, რამდენი თანხა აქვთ მოპარული ჭაობის დაშრობისთვის.

ოპოზიციონერი ლიდერი იმ ადამიანის გვარსაც ასახელებს, ვინც მისი ინფორმაციით, ივანიშვილის ფული მიისაკუთრა.

ივანიშვილმა ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვას და აგვარიდოს ომი, როდესაც საკუთარი ფული ვერ მოუმწყემსავს. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რომ აშენებდა, მშენებლობიდან წყალტუბოს მერმა, ვინმე ბალანჩივაძემ და იმ ადამიანებმა, ვინც მაგ ყველაფერში ჰყავდა, ვითომ იქ ჭაობის დაშრობისთვის რამდენი ფული მოპარეს, უბრალოდ მივიდეს და იკითხოს. ეს თანხა ცოტა არა არის, ათეულობით მილიონზეა საუბარი. თვითონაც იცის, ვისაც ჩააბარა ეგ პროექტი, მათ შორის ერთ-ერთს ვასახელებ. ახლა ძალიან შეშინებულია ეს წყალტუბოს მერი, ამ დაჭერების ფონზე, მაგრამ … წყალტუბოს ბაზარში რიგითი ადამიანები მიყვებოდნენ, რომ მერიაში თუ გინდა ცნობის აღება, სოფლის რწმუნებულის სახელზე, კონკრეტული ადამიანები არსებობსნ, „ოცნების“ აქტივისტები, რომლებსაც დაწესებული აქვთ “სტავკა“, 200-300 ლარი. მე შემიძლია წაგიყვანოთ კახეთში, სამეგრელოში, ან წყალტუბოში და სოციალურ სტატუსს მოგცემენ. ანუ სადამდე ჩაიყვანეს კორუფცია, ხვდებით ხო? – განაცხადა წითლიძემ გადაცემა “რეაქციაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა