“როცა მათ, სავარაუდოდ, ღუმელისკენ მიათრევდნენ, ისინი ბოლო წამამდე ელოდნენ შველას იმ ადამიანებისგან, ვინც მათ გარს ეხვია. მათ გენეტიკაში დევს ადამიანისადმი ნდობა”

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი:
ძაღლი კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის უყურებს ადამიანს თვალებში. ეს არ არის ლირიკა, ეს არის დადასტურებული მეცნიერული ფაქტი – ძაღლი ერთადერთი ცხოველია, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად და გადასარჩენად ადამიანის სახეს აკვირდება.
როცა მათ, სავარაუდოდ, ღუმელისკენ მიათრევდნენ, ისინი ბოლო წამამდე ელოდნენ შველას იმ ადამიანებისგან, ვინც მათ გარს ეხვია. მათ გენეტიკაში დევს ადამიანისადმი ნდობა.
იმათ, ვინც სავარაუდოდ ეს ჯოჯოხეთი მოაწყო და საკუთარი ხელით ჩაიდინა, მინდა ერთი რამ იცოდნენ: თქვენ წინ იდგნენ სრულად ცნობიერი არსებები, რომლებმაც ბოლო წამამდე იცოდნენ, რომ კვდებოდნენ.
მათ აუტანლად სტკიოდათ, კანკალებდნენ და შველას ითხოვდნენ.
ის ემოციური სიბრმავე, რაც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ცოცხალი, მგრძნობიარე არსება ცეცხლში შეაგდოს და მისი ტანჯვა უბრალო სამუშაო რუტინად აღიქვას, არის ადამიანობის საბოლოო და შეუქცევადი წაშლა. ფაქტები ჯიუტია, მეცნიერება კი პირდაპირ გვეუბნება: მათ ყველაფერი გაიგეს და ყველაფერი იგრძნეს. საზოგადოებამ ეს არ უნდა აპატიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება