ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წითელ ზღვაში ჰუსიტებმა კიდევ ერთ გემზე მიიტანეს იერიში

წითელ ზღვაში, ადენის ყურეში სავარაუდოდ ჰუსიტებმა კიდევ ერთ კომერციულ გემზე მიიტანეს იერიში. როგორც ცნობილია, იემენის ტერიტორიიდან რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის ცნობით გემს რაკეტებით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურა კერძო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მ. მათი ცნობით, კომერციული ხომალდის ეკიპაჟმა რადიო სიგნალის საშუალებით მოახერხა მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ თავს დაესხნენ.
როგორც ცნობილია, კომერციული ხომალდი მალაიზიიდან ვენეციისკენ მიდიოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.