არქივი7 ივნისი, 2024, 07:38
ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ რვა დრონი და ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ წითელ ზღვაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰუსიტების“ რვა დრონი და ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, მისმა ძალებმა ასევე წარმატებით მოიგერიეს იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული დრონი და ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა.
ზიანის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.