ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში საპროტესტო აქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეებმა თბილისში, აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, ასევე, დროებით დამონტაჟებულ მონიტორზე, დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს თვალი მიადევნეს.
"დაკავებული არიან ექიმები, პედიატრები, რომლებსაც პაციენტები ელოდებიან. სირცხვილი მოძალადე მთავრობას, რუსულ რეჟიმს, რომელიც არავის დაინდობს. მოუწოდებთ ექიმებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ ქვეყანაში რეჟიმი”, - აღნიშნეს მათ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის მთავრობის სახლის მთავარ შესასვლელებთან ნიღბიანი სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.