ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წერეთელი POLITICO-ზე: სტატიაში სამწუხარო შეფასებებს საფუძვლად აქვს ხელისუფლების მოქმედებები

ამ სტატიაში ძალიან ნეგატიურ და სამწუხარო შეფასებებს საფუძვლად აქვს საქართველოს ხელისუფლების მოქმედება მთელი წინა პერიოდის განმავლობაში და ეს ახლაც გრძელდება. ეს არის ე.წ. რუსეთთან დათმობის პოლიტიკა. ეს არის, ალბათ,ყველაზე არადემოკრატიული მოქმედება, რუსული კანონის მიღების მცდელობა. ეს არის ანტიდასავლური კამპანია, უკრაინასთან დამოკიდებულება და ალბათ ყველაზე პუტინისტური ხაზი ეს არის ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობისა და ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრება. ამიტომ, აქედან გამოსავალი და საშველი არის შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლა.
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი ეხმაურება POLITICO-ს სტატიას, სათაურით "საქართველო პუტინის გზას მიჰყვება". ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბოლო წლებში აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამყარებისა, "პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში" ვითარება დაღმავალია და ის პირიქით, შორდება ევროკავშირს და "სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.