ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები | ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა

წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები | ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა
ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შტორმის შედეგად, წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები. ძლიერი წვიმის და ქარის გამო, ინერტული მასით დაიფარა პრომინადის მონაკვეთი.

გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკა ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, ქალაქში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გამოუწვევია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.