არქივი27 ივნისი, 2024, 12:10
წარმოუდგენელია, სიტყვებით ვერ აღვნიშნავ – ლევან კობიაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე
ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ , რომ მოვესწარით ამ დღეს, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა.
„წარმოუდგენელია, სიტყვებით ვერ აღვნიშნავ უნდა ნახოთ რა ხდებოდა გასახდელში. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ მოვესწარით ამ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ამაყები ვართ. ისტორია გრძელდება. გილოცავთ ყველას“,- განაცხადა კობიაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.