ლევან კობიაშვილი – ამაყები ვართ, ისტორია გრძელდება – გილოცავთ

ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ , რომ მოვესწარით ამ დღეს, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ისტორია გრძელდება.
„წარმოუდგენელია, სიტყვებით ვერ აღვნიშნავ უნდა ნახოთ რა ხდება გასახდელში. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ მოვესწარით ამ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ამაყები ვართ. ისტორია გრძელდება. გილოცავთ ყველას“,- განაცხადა კობიაშვილმა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული