წამყვანების გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები 4 თანამშრომელს დააკისრა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამყვანების – ვასილ ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გარდა დისციპლინური სანქციები დაუწესა 4 თანამშრომელს, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ მაუწყებლის „ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ დისციპლინური წარმოება 6 თანამშრომლის მიმართ დაიწყეს.
მათგან ორი – ზაუტაშვილი და ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს, ოთხთან დაკავშირებით კი „სხვა სახის დისციპლინური სანქციები“ გამოიყენეს.
მაუწყებლის განცხადების თანახმად, ეს ოთხი ადამიანია:
· გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი თამარ მშვენიერაძე;
· ამავე გადაცემის წამყვანი იოსებ კაციტაძე;
· პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე;
· ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
კრიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, მათაც ემუქრებათ გათავისუფლება.
რადიო თავისუფლებამ ნახა დოკუმენტი, რომელიც იოსებ კაციტაძესთან დაკავშირებით შეადგინა გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
ჟურნალისტის გადაცდომად იგი მიიჩნევს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას“ და წერს, რომ „ამის შედეგად დამსაქმებელს რეპუტაციული ზიანი მიადგა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას