ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოცხოში, საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში, ფოცხოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ მიერ გადმოცემული ჰუმანიტარულ დახმარება - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი დაურიგდათ.
„აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი, ანერი გიუნაშვილი, აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.
ერთობლივი საქველმოქმედო აქციები გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.