დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მლაშეში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა

18 ნოემბერს, დუშეთის, საცხენოსნო კლუბის ” 300 არაგველის” და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, ტარიელ ჩიხაშვილის პირადი ჩართულობით, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ მლაშეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ( 8 კმ. 5 წრე) გაიმართა.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოღში მონაწილეობას მხედრები, საქართველოს მასშტაბით, 14 მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ. პირველი ადგილი, მხედარმა დავით ფერაძემ დაიკავა, ხარაგაულიდან. მეორე ადგილი ერგო გიორგი ცინცაძეს ჩოხატაურიდან, ხოლო მესამე ადგილი – მირზა აფციაურს გუდამაყრიდან.
„გაიმართა ასევე, შერეული ჯიშის ცხენების დოღი, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი – სოსო რამიშვილი ჩოხატაურიდან, II მეორე ადგილი – ჯაბა ბერიძე ხარაგაულიდან, III ადგილი – იორამ იჭირაული, თუშეთიდან.
საპრიზო ადგილზე გასულ მხედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და ბრენდირებული ღვინოები გადაეცათ. აღნიშნული დოღი წელს მეორედ გაიმართა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?