ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის” – გია ხარჩილავა და თამარ ბელქანია სოფელ ფახულანში

“წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის” – გია ხარჩილავა და თამარ ბელქანია სოფელ ფახულანში

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ, ტრადიციულად, საოკუპაციო ხაზთან სოფლები მოინახულეს. სოფელ ფახულანში, ისინი ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებებს გამოეხმაურნენ.
“საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა საქართველოს მთლიანობა. ჩვენ ისტორიული მეხსიერება გვაქვს, წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის. მე ახლა ვდგავარ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რის მერეც გველოდება ჩვენი გამთლიანება, წალენჯიხა ბოდიშა არ იხდის” – განაცხადა წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ. “წალენჯიხამ ყველაზე კარგად იცის რა არის ომი, ეს არის საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტი. წალენჯიხამ ძალიან კარგად იცის მყისიერად 17 ათასი დევნილი რას ნიშნავს და განუწყვეტლივ ცხოვრება აი, ამ სტრესში. სხვათა შორის ფახულანს, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და სადაც ახლა შლაგბაუმს იქეთ არ უშვებენ ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, დღემდე, როგორც ბუფერული ზონა, რუსეთი ითხოვს. ყველაფერი, რაც საქართველოს კონსტიტუციიდან ვარდება, ხელს უშლის სწორედ კონსტიტუციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ბოდიში ამ კონტექსტში არ ჯდება!” – აღნიშნა წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.