ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს ჩვენი აფხაზეთი” – თამარ ბელქანია მოსწავლეებს სასწავლო წლის განახლებას ულოცავს

“თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს ჩვენი აფხაზეთი” – თამარ ბელქანია მოსწავლეებს სასწავლო წლის განახლებას ულოცავს

“თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს ჩვენი აფხაზეთი” – თამარ ბელქანია მოსწავლეებს სასწავლო წლის განახლებას ულოცავს
საქართველოში ახალი სასწავლო წელი განახლდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია საჯარო ქალაქ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, საიდანაც სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ, რომ სწავლა განახლდა. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ნასწავლი მომავალი თაობა. ვულოცავ ყველა პირველკლასელს, მათ უნდა ნახონ ჩვენი, სახელმწიფოს მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლება და სწორედ ამიტომ ვუფინანსებთ უფასო კვებას. 32 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს პირველი ტყვია ისროლეს აფხაზეთში და თქვენ ხართ ის თაობა,რომელმაც უნდა დაიბრუნოს ჩვენი აფხაზეთი და ტერიტორიული მთლიანობა. მხოლოდ სწავლას შეუძლია შეაჩეროს ოკუპაცია. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ხარისხიანი განათლების მიღებას და კიდევ ერთხელ, ქართული სახელმწიფო შედგება მაშინ, როდესაც თქვენ იქნებით განათლებულები. ამიტომ სრული მხარდაჭერა მერიისგან და პირადად ჩემგან”- განაცხადა თამარ ბელქანიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.