ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"წავა თუ არა დავითაშვილი "ბორდოდან"? - ჟირონდელების მთავარმა მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

გუშინ, 29 იანვარს, ლიგა 2-ის 22-ე ტურში, "ბორდომ" "ანჟერს" უმასპინძლა და ზურიკო დავითაშვილის გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ჟირონდელთა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალგაზრდა შემტევი გუნდს არ დატოვებს.
"ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორები, რომ შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილმა და ალბერტ ელისმა გუნდი დატოვონ. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ მათ აქ დარჩენა სურთ და დიდი ალბათობით, ეს ასეც მოხდება. ისინი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და მათ გასხვისებას არ განვიხილავთ",
- განაცხადა რიერამ.
შეგახსენებთ, დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში "ბორდოს" მაისურით ლიგა 2-ში 21 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.