ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შტურმის" მწვრთნელმა კიტეიშვილის მომავალზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატება ფრანგულ "მეცს" სურს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას შიკერმა გააკეთა და განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
"ეს ჭორია. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით", - ციტირებს შიკერის სიტყვებს Krone.
შეგახსენებთ, კიტეიშვილს "შტურმთან" მიმდინარე ხელშეკრულება ივნისის თვეში ეწურება. ქართველი ნახევარმცველი ავსტრიულ კლუბს 2018 წელს, თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ოთარმა გრაცელთა რიგებში 165 მატჩი გამართა, თავი კი 33 გატანილი გოლითა და 30 საგოლე
პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.