Sport.ua-მ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხს (0:1) სენსაციური უწოდა და ცნობილ უკრაინელ მწვრთნელს, მირონ მარკევიჩს კითხვა დაუსვა.
– ჩვენს ჯგუფში პარალელურმა მატჩმა ყველა გააკვირვა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიამ საქართველოს მოუგო. ეს უკრაინის ეროვნულ გუნდს ხელს აძლევს?
– ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. თუმცა, ამ წაგებაში ქართველები თავად არიან დამნაშავეები. ვფიქრობ, კვარაცხელიას რომ პენალტი გაეტანა, მასპინძლები თამაშს გამარჯვებამდე მიიყვანდნენ.
ჯგუფიდან გასასვლელად ჯერ ყველა ნაკრებს დაახლოებით თანაბარი შანსი რჩება. თუმცა, უკრაინას უნგრეთთან მოგება მცირე უპირატესობას როდი ანიჭებს.

