“ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ” – თოფურიამ სერხიო რამოსს “სევილიას” შეძენა მიულოცა

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავის მეგობარს, „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, სერხიო რამოსს ლა ლიგის „სევილიას“ შეძენა მიულოცა.
„ძმაო, მე ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ. ვამაყობ შენით. მუდამ ჩემი კერპი იქნები“, – წერს თოფურია სოციალურ ქსელში.
სერხიო რამოსი „სევილიას“ აღზრდილია, საიდანაც 2005 წელს „რეალში“ გადავიდა, 2023 წელს კი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და ერთი სეზონი ითამაშა.