ძლიერი ქარიშხლის გამო ციმბირში ხანძარი მძვინვარებს. არიან დაზარალებულები

ციმბირში რამდენიმე რეგიონს ქარიშხალი დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა ხანძრები გააძლიერა და ცეცხლი სახლებსაც მოედო. ქარის სისწრაფე წამში 30 მეტრს აღწევს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

ხანძრის გამო ხაკასიაში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. “ძლიერი ქარის გამო, ბევრ მუნიციპალიტეტში ხანძრის მდგომარეობა გაუარესდა, რეგისტრირებულია დაახლოებით 43 ხანძარი”, – მოჰყავს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს რეგიონის ხელმძღვანელის ვალენტინ კონოვალოვის სიტყვები

სოციალური მედიის ბოლო მონაცემებით, რეგიონში ძლიერი ქარის გამო ოთხი ადამიანი დაშავდა. ქარიშხალმა ქარმა აბაკანის, ჩერნოგორსკისა და უსტ-აბაკანის რეგიონში სახლებისა და სოციალური ობიექტების სახურავები დააზიანა. გარდა ამისა, ელექტროენერგიის მიწოდება არაერთ მუნიციპალიტეტში შეფერხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!