ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა

უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით, დაიწყო პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაციის ოპერაცია ჩვენს საჰაერო სივრცეში. არსებული პროცედურების შესაბამისად, მოიერიშეების მორიგი წყვილი ჰაერში განთავსდა, ხოლო სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაშია“, - აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით, აკვირდებიან არსებულ ვითარებას და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალები და აქტივები სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევზე ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც ხანძარი მოჰყვა და სამი ადამიანი დაშავდა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აქტიურობის გამო, დღეს დილით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.