“ძაღლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა” – ამბობს ვეტერინარი

თითქმის ორი საათი გრძელდებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადაყვანილი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლის ოპერაცია. როგორც “ვეტ-მედის” დირექტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ახლა ძაღლის მდგომარეობა შეესაბამება იმ სირთულის ოპერაციას, რომელიც მას ჩაუტარდა.
“ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სტაბილურად მძიემა. ჰემატომა მოვაშორეთ თავის ტვინიდან და ახლა დაკვირვების ქვეშაა… ტვინის ნაწილი, რა თქმა უნდა, დაზიანებულია, თუმცა აისახება თუ არა ფუნქციონალზე, არ ვიცით ჯერ. ვაკვირდებით, ჯერ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია… ამ ეტაპზე გაღვიძებას არ ვგეგმავთ”, – ამბობს ვეტექიმი ოთარ მენაბდე.
მისივე თქმით, ძაღლის მკურნალობაში ჩაერთო ნერვოპათოლოგი.
გუშინ, 24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ