ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სკალპის 2/3 არის გადანერგილი" | ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ოპერაცია ჩაუტარდა

გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია დასრულდა. კლინიკა "კარაპს მედლაინში" ბავშვს თავზე კანი გადაუნერგეს. ექიმები ელოდებიან კრიტიკული 48 საათის გასვლას. ბავშვს კერძო კლინიკიდან სამკურნალოდ ისევ იაშვილის სახელობის კლინიკაში დააბრუნებენ.
კლინიკაში რჩება ლაზარეს 5 წლის ძმაც, მას ტემპერატურა აქვს, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბოლო სამუშაოები ტარდება. ქირურგი იყო გამოსული მშობლებს ესაუბრა, უთხრა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა, იმაზე კარგად, ვიდრე ელოდებოდნენ. სკალპის 2/3 არის გადანერგილი საკუთარი სხეულიდან ისევ აღებული მასალით, მთავარია კრიტიკული 48 საათი და შემდეგ 6 დღე, რომ სკალპი გათბეს და ცირკულაცია დაიწყოს", - ამბობს ირინა ხოროშევა, ოჯახის ახლობელი.
ბავშვები პიტბულის ჯიშის ძაღლმა 16 დეკემბერს დაკბინა. ვისია ძაღლი უცნობია, ის, სავარაუდოდ, პატრონს მიტოვებული ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევის შემდეგ ის თავშესაფარში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.