არქივი14 ნოემბერი, 2023, 13:35
ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტი | თბილისში, საბავშვო ბაღთან დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ნინო ჟვანიას ქუჩაზე დაჭრა ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილ კონფლიქტს მოჰყვა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება შსს-მ 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
შემთხვევა ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან მოხდა და არსებული ინფორმაციით, დაჭრილი აღსაზრდელის მშობელია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.