პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ძალიან მდიდარი ადამიანები“ - ტრამპმა TikTok-ის ყიდვის მსურველი იპოვა

„ძალიან მდიდარი ადამიანები“ - ტრამპმა TikTok-ის ყიდვის მსურველი იპოვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტიკტოკის“ აპლიკაციის ყიდვის მსურველი იპოვა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ტრამპი განმარტავს, აპლიკაციის შეძენის სურვილი „ძალიან მდიდარი ადამიანების“ ჯგუფს აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურად დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ისაუბრებს.
„სხვათა შორის „ტიკტოკისთვის“ მყიდველი გვყავს. ვფიქრობ, ალბათ ჩინეთის ნებართვა დამჭირდება და ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ალბათ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კანადის შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერდება „იმ დრომდე, ვიდრე ისინი გარკვეულ გადასახადებს არ გააუქმებენ“. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რთულია კანადასთან შეთანხმების მიღწევა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.