ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ისთვის მყიდველი იპოვა

დონალდ ტრამპმა განაცხადა,
რომ სოციალური ქსელითვის TikTok მყიდველი იპოვა. მისი თქმით, არსებობს „ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი“, რომელიც მზადაა პლატფორმა შეიძინოს, თუმცა მათი ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ სურს.
„ამაზე დაახლოებით ორ კვირაში მოგიყვებით“, – თქვა ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი განცხადებით, გარიგებას, სავარაუდოდ, ჩინეთის ხელისუფლების თანხმობაც დასჭირდება და ტრამპის აზრით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი „ამას ალბათ გააკეთებს“.
გასული წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინურ კომპანიას ByteDance ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, TikTok-ს აშშ-ში 2025 წლის 19 იანვრიდან დაბლოკავენ

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო