ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას! – სოფო ჯაფარიძე

„მართლაც წარმოუდგენელი აქტივობა არის ჩვენი მოქალაქეების, სადაც ჩავდივართ. და ხედავთ რომ თითქმის უკვე ნახევარი საქართველო შემოვიარეთ. ჩავალ ყველგან! აი ეს ხდება ყველგან , არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მოდიან და ხელს აწერენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.” – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ გურიაში განაცხადა.
“მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენი ეს ერთობა, მართლაც უპრეცედენტო ერთობა ჩვენი მოქალაქეების, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.