„დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული“ – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

„დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული“ – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე
„ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო – მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – ამის შესახებ „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
ნინო ნადირაძის თქმით, ყველა დიაგნოზი, რაც „ვივა მედში“ დაისვა, აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს.
„მკურნალობის ის ტაქტიკა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებთან და ახლა ფაქტობრივად, რეაბილიტაციის ფაზაში ვართ. სანამ სრულ კმაყოფილებას არ ვიგრძნობთ ჩვენ, მედიკოსები, მანამდე ალბათ, ჩვენთან კლინიკაში დარჩება. დინამიკა რომ მნიშვნელოვნად დადებითია, ამას ყველა გრძნობს“, – აღნიშნა ნადირაძემ.
მისივე განცხადებით, სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია.
„ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო. მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ