ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მარნეულის მერის ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამირა ბაირამოვამ გაავრცელა.
"დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, რომელმაც ნიღბიან ბანდასთან ერთად დღეს გამთენიისას სასტიკად სცემეს მოქალაქე, რომელიც ვერ დადის.
მერის ძმას ასევე ეხმარებოდა მერიის მრჩევლის კანდიდატი" - წერდა ბაირამოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.