მარნეულის მერის ძმა დააკავეს – Netgazeti

მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა ქენან ისმაილოვი დააკავეს.სამოქალაქო აქტივისტს სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ქენან ისმაილოვმა, თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად, პურის საცხობის მეპატრონეს სცემა.„მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ, იგივე გაეკეთებინათ. ერთ-ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა, სასტიკად არის ნაცემი“, — წერს სამირა ბაირამოვა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს